logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ნიკა გვარამია წერს და შლის მონაცემებს
- +

2 ოქტომბერი. 2021. 21:51

 

 

საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სააგენტო „მარშალ პრესის“ რედაქტორის, ოთარ სტეფანიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ქართული ოცნების“ მიერ 43% გადალახულია, ვადამდელი არჩევნები გამოირიცხა! ამ პროცესების პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ რეინკარნაციას ელის, მაგრამ არ გამოდის. ნიკა გვარამია წერს და შლის მონაცემებს. მისთვის ძალიან მიკერძოებულ, ნაკლებად მიკერძოებულ თუ კონკრეტულად მისი შეკვეთით დაწერილს... წინასწარ დათვლილი შედეგების ფონზე პოლიტიკურ ისტერიკაში ჩავარდნილმა გვარამიამ, საარჩევნო შედეგი ციფრებში თავად დაალაგა: თბილისი: ოცნება - 33%; ნაცმოძრაობა - 36% თბილისის მერი: კალაძე - 43%; მელია - 40% ქვეყნის მასშტაბით შედეგების ამბავი მარტომ ვერ გადაწყვიტა, მიშაც ციხეშია. ჯერ ისევ ფიქრობს“, - წერს, თამთა მეგრელიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner