logo_geo
eng_logo
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული პირის ინფორმაციით, რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ!
- +

26 ივლისი. 2016. 23:31



ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა საოკუპაციო ხაზთან, დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დეტალებს აქვეყნებს.


ქარდავას ინფორმაციით საქართველოს მოქალაქემ, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა ზაქარია თაყაძემ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, საპასუხოდ იგი ავტომატის კონდახით სცემეს.


„ზაქარია თაყაძემ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, საპასუხოდ მას ავტომატის კონდახით სცემეს.

მამაკაცმა თავს გაქცევით უშველა. მწყემსი .. საზღვრის გადაკვეთას კატეგორიულად გამორიცხავს. ზაქარია თაყაძე ამბობს, რომ რუსი სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ."- აღნიშნავს ქეთევან ქარდავა.


აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაავრცელა.


2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში."- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner