logo_geo
eng_logo
რეინის ტოჩელოვსკისი: არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ სადამკვირვებლო მისიით და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები ბრწყინვალედ ჩატარდა
- +

2 ოქტომბერი. 2021. 23:18

 

 

„ჩვენ რამდენიმე საარჩევნო უბანს დავაკვირდით და პირველი შთაბეჭდილება, საერთო ჯამში, ძალიან კარგია“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში პოლიტიკური კონსულტანტების ევროპული ასოციაციების დამკვირვებელმა, რეინის ტოჩელოვსკისმა დღევანდელი არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

 

„ცესკომ ძალიან კარგად იმუშავა, კარგად მოამზადა საარჩევნო უბნები, კარგად გადაამზადა ხალხი. ეს არის ჩვენი პირველადი შთაბეჭდილება. იყო წვრილი ხარვეზები, თუმცა ამას შედეგებზე არანაირი გავლენა არ ექნება. არცერთი ჩვენი დამკვირვებლის მხრიდან არ დაფიქსირებულა რაიმე ოფიციალური საჩივარი. მცირე ხარვეზები იყო ზოგიერთ უბანზე, მაგალითად 1 ბიულეტენის ნაცვლად ორი მოხიეს, ზოგიერთი დაზიანდა, თუმცა მსგავსი რაღაცები ხდება. არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ ამ მისიით და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი არჩევნები, იმ ნაწილში, რომელშიც ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, ბრწყინვალედ ჩატარდა ცესკოს მიერ“, - განაცხადა რეინის ტოჩელოვსკისმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner