logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არავითარი შანსი და შესაძლებლობა, ვინმეს რაიმე ტიპის რადიკალიზმისთვის არ მიეცემა
- +

3 ოქტომბერი. 2021. 00:19

 

 

„არჩევნები შედგა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომ მშვიდ, სტაბილურ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მან საზოგადოებას გამოჩენილი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ვითარება იქნება ისე, როგორც ეს ჩვენი ხალხის არჩევანია და ეს არის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით არასდროს გვივლია, ჩვენ ყოველთვის ვმოძრაობთ წინ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ეს ასე გაგრძელდება. არავითარი შანსი და შესაძლებლობა, ვინმეს რაიმე ტიპის რადიკალიზმისთვის არ მიეცემა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner