„ეგზიტპოლებისა და ჩვენი პარტიული მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით დამაჯერებლად ლიდერობს და ძალიან შორს არის იმ ზღვრიდან, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა დაწესებული რეფერენდუმის ნიშნულად“, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ესაა ცალსახა და უპირობო, რომ „ქართული ოცნება“ გადაცდა 43%-იან ბარიერს. შესაბამისად, ოპოზიციის მთავარ მიზანი, რომ გამოეწვია კრიზისი ვადამდელი არჩევნების დასანიშნად, აღარ არსებობს, მათ ამ მიზანს ცალსახად ვერ მიაღწიეს. ანუ, მათ ეს არჩევნები საკუთარი თამასიდან გამომდინარე წააგეს“, - აღნიშნა დავითულიანმა.