logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები რაც გვქონდა
- +

3 ოქტომბერი. 2021. 03:15

 

 

„ჩვენ საკმაოდ მაღალი სტანდარტით ვირჩევთ მერს, 50%-ს პლიუს ერთი ხმით. უნდა დასრულდეს პირველი ტური, რომ ჩვენ კახა კალაძე გამარჯვებულად გამოვაცხადოთ“, - ამის შესახებ გადაცემაში „არჩევნები 2021“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

„ცესკოს მონაცემები დათვლის რეჟიმშია, როგორც ახლა იკვეთება რაიონებში, პირველ ტურში უკვე გამოვლინდება „ქართული ოცნების“ გამარჯვებული მერები. რაც შეეხება დედაქალაქს აქაც ბუნებრივია ლიდერობს კახა კალაძე, თუმცა ეგზიტპოლის ცდომილებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ, რომ პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ.

 

დაველოდოთ ცესკო-ს შედეგებს და უახლოეს პერიოდში მოგვეცემა შესაძლებლობა გამოვაცხადოთ, დედაქალაქში პირველ ტურში გამოვლინდება გამარჯვებული, თუ მეორე ტური გახდება საჭირო. ერთი ცხადია, რომ ზღვართან ახლოს 49-50%-ის ფარგლებშია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც არასდროს გუნდი ისეა ერთიანი, ჩვენ ზუსტად ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და როგორ უნდა გამოვასწოროთ ის შეცდომები რაც გვქონდა“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner