logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: გაქარწყლდა სპეკულაციები, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებში რეიტინგი გახარიას ხარჯზე ჰქონდა
- +

3 ოქტომბერი. 2021. 03:17

 

 

„გაქარწყლდა სპეკულაციები, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლის არჩევნებში რეიტინგი გახარიას ხარჯზე ჰქონდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენთვის 43% არასოდეს არ ყოფილა პრობლემა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დღევანდელმა დღემ. ჩვენ გვყავს ჩვენი ამომრჩეველი, დაახლოებით მილიონი ადამიანი. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიიდან წავიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თან გაიყოლა რამდენიმე ადამიანი. ამის მიუხედავად ჩვენი პროცენტული პროპორციული შედეგი არ შემცირებულა. ამან ასევე გააქარწყლა ის დამატებითი სპეკულაციები, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ გახარიას ხარჯზე ჰქონდა ის რეიტინგი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჰქონდა. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არა გახარიას, არამედ ჩვენი ერთიანი გუნდის დამსახურებაა და საზოგადოება ენდობა „ქართულ ოცნებას“. უკვე მერვედ გავიმარჯვეთ დამაჯერებლად არჩევნებში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner