ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საარჩევნო ოქმების ჩაბარება უფრო მალე დასრულდებოდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის ქმედება.
„ამ ეტაპზე, ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი შემოსულია 67-ე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. პარალელურად, ოქმები იტვირთება ცესკო-ს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩაბარებას უფრო ადრე მოვრჩებოდით, რომ არ ყოფილიყო ეს ალიაქოთი. 20:00 საათის აქტივობა როცა მქონდა, შემეხმიანა მედია, შემოსული იყო ჩემს ჩასაწერად. მე გავედი, უბნები დავაყოვნე და უნდა მიმეცა ინტერვიუ აქტივობასთან დაკავშირებით. ამ დროს, შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ანა წითლიძე და ოლქში, ფოიეში დაიწყო ბრიფინგის გამართვა. შესაბამისად, მედიამ უარყო საოლქო საარჩევნო კომისიის ინტერვიუ, არც აინტერესებდათ, რა კონკრეტული მოცემულობა არსებობდა, გადაინაცვლეს წითლიძის მხარეს. მე შემოვედი, დავიკავე ჩემი პოზიცია და დავიწყე შემაჯამებელი ოქმების მიღება“, - აცხადებს მირანდა მესხი.