„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. მისივე თქმით, განსაკუთრებით საწყენია, რომ დანარჩენ 20 მუნიციპალიტეტს შორის თბილისიცაა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე, საბოლოოდ, ამ არჩევნებს მოიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.