logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 11:52

 

 

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“) დამაჯერებლად წააგებდა, შესაბამისად, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner