logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება
- +

3 ოქტომბერი. 2021. 12:23

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პარტია მყარი უმრავლესობით იქნება წარდგენილი.

 

„თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარდგენილი“, - აღნიშნა მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

მისივე თქმით, საწყენია, რომ დედაქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე, საბოლოოდ, ამ არჩევნებს მოიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარდგენილი. უმრავლესობის მოპოვებას მინიმუმ 26 წევრი სჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner