logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: მეორე ტურის შემდეგ, დამარცხებულმა მხარემ პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი უნდა გამოავლინოს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 13:41

 

 

„თუ სადმე ვინმეს პრეტენზია ან საჩივარი აქვს, უნდა იყოს დასაბუთებული, გამართული, გამჭვირვალე და კომპეტენტური, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. სხვაგვარად, ფეხების ბაკუნით, შედეგი არ მიიღწევა“, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა „იმედის“ ეთერში, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი არ აქვს.

 

„ძალიან მაფიქრებდა, რომ არჩევნების დაწყებამდე, უპირობოდ აცხადებდნენ, რომ გაიმარჯვეს. ამიტომ, საჭიროა, ვიქონიოთ მოზომილი ოპტიმიზმი, რომ სიმწიფე გამოვლინდება. თუ ვინმეს არ აქვს უნარი, სურვილი, ან პასუხისმგებლობის დონე, აგერ არის ხე-ტყე, ოღონდ, ჩვენთან კი არა, ამაზონის ტყეებში შეუძლია, გამოხატოს თავისი ბოგინი და პროტესტი“, - აღნიშნავს ვიქტორ ყიფიანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner