logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა - 48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია
- +

3 ოქტომბერი. 2021. 13:45

 

 

„რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა. 48%-ის მოპოვება, ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გულწრფელად გეუბნებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში მოახდინა თუ არა მათი მხარდამჭერების მობილიზაცია.

 

„შედეგი სახეზეა - 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართება, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. მხოლოდ რამდენიმე ოლქია, სადაც „ქართული ოცნება“ მეორე ადგილზეა. თუმცა, მეორე ტურები უნდა გაიმართოს და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner