„ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს - რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს - გახარია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არჩევნების შედეგებს.
მისი განცხადებით, რომ არა გახარიას ღალატი, თბილისში მეორე ტურის საფრთხე არ ექნებოდა კახი კალაძეს.
„აქამდე, ადამიანური ღალატის განსახიერების ყველაზე ცნობილი ფერწერული ნაწარმოები - კარავაჯოს „იუდას ამბორი“ მეგონა. თუმცა, ახლაც ამ აზრზე ვარ, უბრალოდ ამ უკვდავ ნაწარმოებს, ერთი „მოკვდავიც“ დაემატა - ამ სურათიდან მშვენივრად ჩანს, რას ნიშნავს ღალატი. ჩანს - რა ერთადერთი მიზნით შეიქმნა ეს მოღალატეობრივი პარტია და რა მიზნით დაუპირისპირდა თბილისში კალაძეს - გახარია. მოიმარაგეთ კალკულატორები. გახარიას ღალატის ფაქტორის გარეშე - ამ სურათზე „მეორე ტურს“ ხედავთ?“ - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.