logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე გიორგი გახარიაზე: ამ ქმედებებით მან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა თავისი პოლიტიკური მომავალი!
- +

3 ოქტომბერი. 2021. 14:09

 

გვენეტაძის თქმით, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატურაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენით თავისი პოლიტიკური მომავალი საფრთხის წინაშე დააყენა.

 

„ჩემი მკაფიო დამოკიდებულება ბატონი გიორგი გახარიას მიმართ ასეთია! მან დაუშვა სამი ძალიან ცუდი პრეცედენტი:

 

  1. როდესაც გადადგა პრემიერობისაგან და ქვეყანა მცირე ხნით კრიზისში მოაქცია (დაეპატიმრებინა ავანტიურისტი მელია და მერე გადამდგარიყო);

 

  1. როდესაც განაცხადა, რომ ივანიშვილმა ვერ გაამართლა ჩემი იმედებიო, იმას რატომ არ კითხულობს, თავად როგორ გაამართლა ბატონი ბიძინას იმედები მის მიმართ?!

 

  1. როდესაც მისი კანდიდატურა დააყენა თბილისის მერობაზე და დაუპირისპირდა გუშინდელ იდეურ-პარტიულ და როგორც ვიცი, პიროვნულ მეგობარ კახი კალაძეს!

 

ამ ქმედებებით მან, სამწუხაროდ, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დააყენა თავისი პოლიტიკური მომავალი! თუმცა, არსებობს კიდევ შანსი იმისა, როდესაც მტერი კარიბჭესთანაა, გაკეთდეს ის, რაც უნდა გაკეთდეს! (ასეთი არაერთი ფაქტი ყოფილა საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე); ანუ უკან პიროვნულ-ამბიციური და წინ საერთო კოლხურ-იბერიული! ვნახოთ! ყველამ გაითვალისწინოს, რომ ყველა ჩვენგანი გინდ პოლიტიკოსი, გინდ აკადემიკოსი, გინდ მუშა და გინდ გლეხი, დროებითია ამ ქვეყანაზე, ხოლო საქართველო და მისი ხალხი, სანამ კაცობრიობა იარსებებს _ მარადიული!“ - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner