logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 14:11

 

 

„უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ტრუსკავეცკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და რომ ის, როგორც პრეზიდენტი, მუდმივად არის დაკავებული მოქალაქეების დაბრუნების საკითხით.

 

„ყველა ინსტიტუტი, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, უკრაინაში მომუშავე საქართველოს ელჩის დონეზე და ჩვენს მინისტრთა კაბინეტებს შორის მოლაპარაკებების დონეზე, ჩვენ ყველა ამ საკითხით დავკავდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ამის შესახებ მედიიდან შეიტყო.

 

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასწორი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა საქმის ყველა დეტალის გარკვევა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner