ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე არჩევნების შედეგს აფასებს და წერს, რომ პროპორციული სიით მმართველი პარტიის მხრიდან 47 პროცენტის აღება, ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების დროს გაკეთებული განცხადება, - რომ ისინი გადიოდნენ შეთანხმებიდან, თუმცა, დარწმუნებულები იყვნენ პარტიის მხარდაჭერაში, ნათლად დასტურდება.
„ახლა ცოტა ხნით ემოციებისგან და პოლიტიკური სიმპათიებისგან რომ დავიწრიტოთ ყველა და მხოლოდ ფაქტებს შევხედოთ. იმ მონაცემებით, რაც გვაქვს ამ ეტაპზე, პროპორციულში „ოცნების“ 46%, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან იხსნება და ვერც დასავლეთი მოგვაწვება, რადგანაც შარლ მიშელის დასახული 43% ბარიერი დაძლეულია 64 მუნიციპალიტეტიდან 14-ში ტარდება მეორე ტური, რაც შესანიშნავი ინდიკატორია იმისა, რომ დემოკრატია ჭრიალით, მაგრამ ვითარდება და მე თუ მკითხავთ რამდენიმე ქალაქში ოპოზიციონერი მერი ნამდვილად არ იქნება პრობლემა ისევ ადგილობრივი დემოკრატიის გადმოსახედიდან. ამავე მოსაზრებით, არც თბილისის საკრებულოში ძალთა თანაბარი გადანაწილება არ იქნება პრობლემა - მეტი კონტროლი იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რაც დემოკრატიისკენ წინსვლაა „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი ოპოზიცია „მოდელირებულ გამარჯვებას“ ზეიმობს და მათი მომსახურე ტელეარხებით ცდილობს ხალხის დაბოლებას. გაიფანტება მალე ეს ბოლი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე facebook-ზე.