logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მეორე ტურები ერთი შეხედვით უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია
- +

3 ოქტომბერი. 2021. 14:17

 

„პირდაპირ ვამბობ - არჩევნები ჩატარდა კანონისა და დემოკრატიის სრული დაცვით და რაც არ უნდა იწიწკვინონ ნაცტელევიზიებმა და „კაპიტან“ გიგაურის რაზმმა, საკუთარი თვალების უფრო მჯერა, ვიდრე მათი ტყუილების“, - ასე აფასებს ექსპერტი გია გაბრიჭიძე და საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

 

მისი თქმით, შეცდომები, რომლებიც იყო, შესაბამისად შეფასდება.

 

„გუშინ ბევრი საარჩევნო უბანი ვნახე და არჩევნების მიმდინარეობის პროცესზე ჩემი თვალით ნანახს ვწერდი. პირდაპირ ვამბობ - არჩევნები ჩატარდა კანონისა და დემოკრატიის სრული დაცვით და რაც არ უნდა იწიწკვინონ ნაცტელევიზიებმა და „კაპიტან“ გიგაურის რაზმმა, საკუთარი თვალების უფრო მჯერა, ვიდრე მათი ტყუილების (ეს ერთი). მეორე და მთავარი არის ის, რომ ის მეორე ტურები, რომლებიც დაინიშნება, ერთი შეხედვით უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ უემოციო შეფასებით ძალიან კარგია. კარგია იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გაჯანსაღებისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად ვთვლი. რაც შეეხება იმ შეცდომებს, რაც დაშვებულ იქნა, ეგეც ითქმება, მაგრამ ჯერ არა, რადგანაც არჩევნები არ დასრულებულა. არსებული მონაცემებით, ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, რაც ასევე კარგია. კარგია, რადგანაც მოხდება ხელისუფლების გამოფხიზლება და ნაცების ყინჩ გამოსვლებს წერტილი დაესმება“, - წერს facebook-ზე გია გაბრიჭიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner