„მეორე ტურში გადასვლა გამარჯვება ჰგონია? გპირდებით, ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში და ოლქში დამაჯერებლად დაგამარცხებთ!“ - წერს „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.
„ოპოზიციას მეორე ტურში გადასვლა გამარჯვება ჰგონია? 2016 წელს 73 ოლქიდან 50-ში, ანუ 68%-ში იყო მეორე ტური, 2020 წელს 30 ოლქიდან 17-ში, ანუ 56%-ში იყო მეორე ტური და არჩევნების შედეგები, იმედია, გახსოვთ. 2021 წელს, 30 ოქტომბერს 64 მუნიციპალიტეტიდან 20-ში, ანუ 31%-ში იქნება მეორე ტური და გპირდებით, ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში და ოლქში დამაჯერებლად დაგამარცხებთ!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook- ის გვერდზე.