ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული წინასწარი მონაცემებით, ფოთის 33 საარჩევნო უბნიდან 32 საარჩევნო უბნის შედეგია დათვლილი.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შესაძლოა, ფოთში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
საუკეთესო შედეგი აქვთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს. მან ხმების 46,06% (9 302 ხმა) მოიპოვა, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38,38% (7 661 ხმა).