logo_geo
eng_logo
ალბერტ ჯონსონი: არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ
- +

3 ოქტომბერი. 2021. 16:25

 

 

„არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ. მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში“, - განაცხადა ეუთო/ოდირის საარჩევნო-სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა შემაჯამებელ კონფერენციაზე.

 

მისი თქმით, არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები.

 

მისივე განმარტებით, მიმდინარე არჩევნებში გამოკვეთილ პრობლემას არ წარმოადგენდნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნების გარეთ, ამომრჩეველზე ზეგავლენას ცდილობდნენ.

 

„არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა. შეაფასა პოზიტიურად და აგრეთვე, აღსანიშნავია, რამდენიმე შემთხვევა იმ ფაქტისა, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, მაგრამ გავლენა მოახდინა მნიშვნელოვან რაოდენობა უბნებზე, სადაც მოხდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით. საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის“, - განაცხადა ალბერტ ჯონსონმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner