შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო მისიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შეფასებას გამოეხმაურა.
„ვნახეთ, რამდენად კარგად შეაფასეს მათ ეს არჩევნები. მოვისმინეთ ეუთო/ოდირის მხრიდან, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები; მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ულოცავენ საქართველოს, რადგან ეს არჩევნები იყო მომწიფებულ და მშვიდ გარემოში ჩატარებული, რაც იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ასეთი შეფასება საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და საუბნო, საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისიების წევრებს წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.