logo_geo
eng_logo
დეივიდ ერეი: ხმის მიცემის დროს, დამკვირვებლების მიერ არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ დაფიქსირებულა
- +

3 ოქტომბერი. 2021. 17:33

 

 

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრი, დეივიდ ერეი აცხადებს, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მათ დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე მკვეთრი ხარვეზი, რომელმაც, შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე იქონიოს გავლენა.

 

„მე შემიძლია დავეთანხმო ჩემს კოლეგას ოდირიდან და ევროპარლამენტიდან - რაც ჩვენ ვიხილეთ, საერთო ჯამში იყო მშვიდი საარჩევნო დღე. იყო რამდენიმე შეუსაბამოა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობას, თუმცა, ხმის მიცემის დროს, დამკვირვებლების მიერ, არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა მან შემაჯამებელ კონფერენციაზე.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე უბანზე, პერიმეტრის რადიუსის დარღვევა დაფიქსირდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner