logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე დაკითხვაზე იმყოფება
- +

27 ივლისი. 2016. 00:35



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი სანდრო ბრეგაძე ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე დაკითხვაზე იმყოფება.


ამის შესახებ ბრეგაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:



„ნაცზონდერი ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე დამიბარეს პოლიციაში. ახლა დაკითხვაზე ვარ. მაინტერესებს რატომ ასეთი ოპერატიულობა?

 

ხალხი აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს, არავის პასუხი არ მოუთხოვია. ამ ნაცის გამო სრულიად პოლიციაა ფეხზე დამდგარი. რისი გეშინიათ? ნაცების გეშინიათ კვლავ? საქვეყნოდ ვაცხადებ- არც ერთ ნაბიჯს არ დავთმობ!"

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner