logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: კოალიციურ მმართველობაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარისევლობა ოპოზიციის მხრიდან
- +

3 ოქტომბერი. 2021. 17:41

 

 

„რაც შეეხება კოალიციურ მმართველობას, ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა (ოპოზიციის) მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მყიფეა ეს ერთობა - ხან ერთად სხედან, ხან შემდეგ გაიყოფიან და ერთმანეთთან აქვთ ქიშპი“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მხრივ პატარა პარტიების პოზიცია საინტერესო, რომელთა ელექტორატიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აითვისა.

 

„კოალიციაზე როცა საუბრობენ, საინტერესოა ე.წ. პატარა მხარდაჭერის მქონე პარტიების პოზიცია. ერთი რამ, რაც გვაჩვენა ამ არჩევნებმა, რომ მათ, სწორედ იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შორიახლოს თუ უფრო ახლოს იყვნენ, საბოლოო ჯამში, მათი ელექტორატიც სრულად აითვისა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათგან აღარაფერი დატოვა. ამიტომ, მათ ადგილას დავფიქრდებოდი საკუთარი პარტიის მომავალზე, იმისთვის რომ ჩამოყალიბდნენ - არიან ზრდასრული პარტიები თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი)“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner