„პირველი ტურის შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში როგორც მერობის არჩევნები მოიგო, ასევე შესაბამისად, საკრებულოებიც დაკომპლექტდა. „ქართლი ოცნება“ ამ შემთხვევაში აქაა გამარჯვებული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მეორე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვსაუბრობ, რომ ის მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგვცა 2020 წელს, გამეორდა. ხოლო იმ კითხვას, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაუსვეს საკუთარ ამომრჩევლებსა და საქართველოს მოსახლეობას, ჩვენმა მოსახლეობამ უარყოფითად უპასუხა. ჩვენ ოპონენტებს უნდოდათ რეფერენდუმი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და მათ მიიღეს რეფერენდუმი საკუთარი თავის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.