logo_geo
eng_logo
ბრიტანეთის საელჩო: მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში
- +

3 ოქტომბერი. 2021. 19:00

 

ბრიტანეთის საელჩო 2 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

 

საელჩოს განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში.

 

„მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა, დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე-2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“, - აცხადებენ საელჩოში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner