„43-პროცენტიანი ბარიერის არსებობა-არ არსებობას წერტილი დაესვა. ამ არჩევნების შედეგით საბოლოოდ დამტკიდა და განმტკიცდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
„გუშინდელმა არჩევნებმა რეალურად ხელახლა დაამტკიცა ხალხის ნდობა და მანდატი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა 2020 წლის ოქტომბერში, ნოემბერში და ახლა უკვე გუშინ.
ასე რომ, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო ჩვენი მოსახლეობის წინაშე, რომ არავითარი ახალი არჩევნები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, 100 პროცენტით გიდასტურებთ, რომ არ განიხილება, ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს“, - აღნიშნა პრემიერმა.