logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: შეთქმულებაზე, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს, სუს-ის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ გავრცელებულ ფაბრიკაციას, გამოძიება წინ მიიწევს, - კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს
- +

3 ოქტომბერი. 2021. 20:52

 

„საარჩევნო კამპანიისას ზღვარგადასულ ცილისწამებას დაემატა ის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი საქმე და პროვოკაცია, შეთქმულება, რომელიც დაგეგმეს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეკლესიის წინააღმდეგ, ვგულისხმობ ამ ფაბრიკაციას და გავრცელებულ მასალებს, რომელშიც, სხვათა შორის, გამოძიება ძალიან წინ მიიწევს და იმედი მაქვს, საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს რეალურ მიზეზებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ადამიანი იქნება დასჯილი და წარდგენილი იქნება მართლმსაჯულების წინაშე.

 

„ალბათ არ გაგიკვირდებათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისთან არის დაკავშირებული ეს ბინძური ხელწერა. ეს არის სააკაშვილი და მისი ახლად შეძენილი მოკავშირეები. დანარჩენს მოგვიანებით გამოძიება გეტყვით. მოკავშირეებიც და მოკავშირეც, მთავარი მოღალატე მოკავშირეებიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ეს გახარია, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ წინასწარ არაფრის თქმა არ სურს, მაგრამ გამოძიება წინ მიიწევს, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და კანონის წინაშე ყველა ძალიან მკაცრად აგებს პასუხს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner