„30 ოქტომბერს, მაშინ როცა დაინიშნება მეორე ტური, სავარაუდოდ, ასე იქნება, 20-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი შედეგით წააგებს „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.
„არანაირი სხვა მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. ბოლომდე მივიყვანთ ჩვენ საქმეს, იმისთვის, რომ ის არჩევანი, რაც ხალხმა გააკეთა, გამყარდეს და ბოლომდე მივიდეს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.