„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ცენტრალური საარჩევნო კომისიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით არჩევნები ძალიან კვალიფიციურად, მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარდა.
“მე მინდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ახალ თავმჯდომარეს, მის გუნდს გულწრფელად მადლობა გადავუხადო, ვინაიდან ყველა დამკვირვებლის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასება იყო უმაღლესი, რომ ძალიან კვალიფიციურად, მაღალპროფესიონალურ დონეზე, ძალიან წარმატებით ჩაატარეს არჩევნები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ყველას მადლობას ვუხდი, მათაც ძალიან პროფესიონალურად მოიქცნენ, ყველა წვრილმანზე მოახდინეს რეაგირება. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს, ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, ასიათასობით ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს ახალგაზრდა პარტიის წევრებს, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ და შედეგი დადეს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.