ოზურგეთში „ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა მიიღო. შედეგად, პარტიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება.
წინასწარი მონაცემებით, 10 მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა:
ქალაქი ოზურგეთი - ნინო ნადირაშვილი, დავით მდინარაძე;
ვაკიჯვარი - ცხემლისხიდი - მთისპირი ვახტანგ ნიჟარაძე;
ლიხაური - მაკვანეთი - ჭანიეთი ბექა თოიძე;
ნატანები - თამაზ ტუღუში;
თხინვალი - კონჭკათი - მერია ტარიელ აროშიძე;
ურეკი - შრომა დავით ჭაკნელიძე;
ბაილეთი - სილაური - ჯუმათი პაატა კიღურაძე;
ბახვი - დვაბზუ მარიკა ჩხიკვიშვილი;
ბოხვაური - შემოქმედი - დაბა გომისმთა ნუგზარ სარჯველაძე.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება 4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ასევე, ლიდერობენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები:
ქალაქი ოზურგეთი - ლელა საჯაია;
ლაითური - ნარუჯა გიორგი ჩაგანავა;
გურიანთა - სოფელ ოზურგეთი - მელექედური ნინო მახარაძე;
თხინვალი ასკანა - ნაგომარი - ძიმითი ტიტე მგელაძე.
ასევე, წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სიით „ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 18 მანდატი. მაღალი ალბათობით კი არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამატებით 4 მანდატსაც მოიპოვებს, რითაც ჯამში საკრებულოს ორ მესამედს გააკონტროლებს.