logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ამ ხალხმა, ქალაქმა მომცა ყველაფერი და დღეს დავბრუნდი ოზურგეთში!
- +

27 ივლისი. 2016. 02:22



ოზურგეთში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით  „ქართულ ოცნებას" გურიის შემდგომი განვითარების ძალიან მკაფიო გეგმა აქვს.



"დიდ ძალისხმევას დავხარჯავთ ტურიზმის პოტენციალის რეალიზაციაზე, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ბევრ ოჯახს. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპებით მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც მთელ რიგ პრობლემებს მოაგვარებს თბილისიდან ყველაზე მეტად დაცილებული სოფლებშიც. პირადად ძალიან დიდ დროს დავუთმობ იმ ახალგაზრდების შესაძლებლობების შექმნას რომლებიც ამ ქალაქში იზრდებიან და მზად არიან გამოწვევებს შეხვდნენ. მე ამ ქალაქმა, ხალხმა მომცა ეს ყველაფერი და მე დღეს დავბრუნდი ოზურგეთში", - განაცხადა თალაკვაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner