logo_geo
eng_logo
გულიკო გამცემლიძე: არ მინდოდა ამ ქვეყნიდან ისე წავსულიყავი, რომ სააკაშვილი არ მეხილა დასჯილი, ამით მე ჩემს შვილთან პირნათელი მივალ
- +

3 ოქტომბერი. 2021. 23:32

 

„არ მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებოდა. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ასეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ამით მე ჩემს შვილთან პირნათელი მივალ“, -ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ, გულიკო გამცემლიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„მთელი ცხოვრება მქონდა ოცნება და არ მინდოდა ამ ქვეყნიდან ისე წავსულიყავი, რომ სააკაშვილი არ მეხილა დასჯილი, ან თუნდაც მისი დაკავების კადრები არ მენახა. “ქართულმა ოცნებამ” ამისრულა ეს ოცნება, რომლისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, მთელ „ქართულ ოცნებას”. მივესალმები, რომ პრეზიდენტი იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირი, შესაბამისად იყოს დასჯილი, რომ მომავალმა მთავრობებმა მსგავსი არაფერი გაბედონ. მიუხედავად ჩემი დიდი უბედურებისა, რაც მე დამმართა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა, ძალიან ბედნიერი ვარ. სისხლიანი რეჟიმი - მხოლოდ ასე მესახება სააკაშვილის მოღვაწეობა იმ 9 წლის მანძილზე და ამას დღესაც აგრძელებენ საბოტაჟის სახით, ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან - ასე უშლიან სახელმწიფოს განვითარებას ხელს. მე დღეს უკვე დიდი შვილიშვილები მყავს და ნამდვილად არ მინდა ასეთი მთავრობა აირჩიოს ხალხმა, თუნდაც იმ პროცენტით, როგორიც გუშინ დაიდო. არ მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებოდა, უიმედოდ ვიყავი და დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ასეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენა, ამით მე ჩემს შვილთან პირნათელი მივალ. ისე არ მინდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა, რომ სააკაშვილი არ დასჯილიყო”,- განაცხადა გულიკო გამცემლიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner