პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბინძურ პროვოკაციას გეგმავდა, რის მიხედვითაც, ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა ოპოზიციური ლიდერების მკვლელობა, რის შემდეგაც მოხდებოდა ხელისუფლების დელეგიტიმაცია.
პრემიერის ამ განცხადების შესახებ კომენტარი "ღამის კურიერში" პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.
"მე შემიძლია მხოლოდ თქვენთან და მაყურებელთან ერთად გავაანალიზო სიტუაცია. ყველაფერზე წამსვლელი ხალხია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, წარსული გავიხსენოთ, აღარ მინდა ჩამონათვალი. არის საკითხები, რომელსაც არა თუ წყალი არ გაუვა, აი რომ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას აპირებდა და არავის რომ არ გაუკვირდება. დაახლოებითი ეგეთი რამ, რაც პრემიერმა თქვა.
ეგეთი გამოცდილებაც არსებობს, ატეხვა ამბის...რატომაც არა, გაუჭირდებოდათ, არ გაუკეთებიათ, არავინ არ მოუკლავთ თუ არავინ არ უწამებიათ? მოკვლის თემა შეჯიბრის თემად იყო გადაქცეული, რომ ვინ რამდენს მოკლავდა,“ - აცხდებს გია ვოლსკი.