logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ეშმაკი არ ასვენებს და იქნებ ციხეში მაინც დაისვენოს 6 წელი
- +

4 ოქტომბერი. 2021. 00:58

 

„ძალიან მალე ჩვენს მოსახლეობას დეტალურად მოვუყვებით, მაგრამ არა პრემიერ-მინისტრი, არამედ ჩვენი საგამოძიებო უწყებები, თუ საიდან შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„კატასტროფა იყო, რომ ეს კაცი 9 წლის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. 18 წელია არყევს ქვეყანას და მუდმივად არის დესტაბილიზაციის წყარო. რევოლუციით მოსულ კაცს როდის მოუტანია შენება და პროგრესი? მოიტანა ნგრევა, ომი, ტერიტორიები დაკარგა, ადამიანები ჩახოცა და ათასობით ადამიანი დასაჯა და გააუბედურა. რომ იტყვიან, ეშმაკი არ ასვენებს და იქნებ ციხეში 6 წელი მაინც დაისვენოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner