logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: კახა კალაძის საბოლოო გამარჯვება უკვე აბსოლუტურად ცხადი და გარდაუვალია!
- +

4 ოქტომბერი. 2021. 01:16

 

 

„კახა კალაძის საბოლოო გამარჯვება უკვე აბსოლუტურად ცხადი და გარდაუვალია!“, - ამის შესახებ პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„თბილისელებო, დარწმუნებული ვარ ჩვენი საბოლოო არჩევანი იქნება ისეთი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს საქართველოს დედაქალაქი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისი გადაიქცეს დემაგოგიის ტრიბუნად რევანშიზმით შეპყრობილი დესტრუქციული ძალების ხელში.

თბილისს სჭირდება ზრუნვა, პატრონობა, სიყვარული და განვითარება.

მე მჯერა თქვენი სწორი არჩევანის!“, - წერს ბათიაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner