logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმების ანულირება იყო ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება
- +

4 ოქტომბერი. 2021. 01:31

ნაბიჯი, რომელმაც უზრუნველყო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებისას „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე მეტს მიიღებდა.

 

„მთავარი მიზანი, რაც გვქონდა, იყო პოლარიზაციის ხარისხის შემცირება და ის, რომ ყველაზე ნაკლებად პოლარიზებული იყო ეს წინასაარჩევნო გარემო, პროცესებმა მშვიდად, მშვიდობიანად ჩაიარა, ეს იყო სწორედ იმის დამსახურება, რომ ჩვენ გადავდგით სწორი ნაბიჯი ამ შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებით.

 

მოგეხსენებათ, შეთანხმებაში ასახული 43%-იანი ბარიერი, გამოიყენებოდა როგორც პოლარიზაციის ინსტრუმენტი „ნაციონალური მოძრაობის“ - იმ პარტიის მიერ, რომელსაც ხელიც კი არ ჰქონდა მოწერილი ამ დოკუმენტზე. ჩვენ ეს პოლარიზაციის ხელშემწყობი ფაქტორი მოვხსენით და ამან უზრუნველყო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება. შესაბამისად, ეს იყო ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner