logo_geo
eng_logo
თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა, 19 დაშავდა
- +

4 ოქტომბერი. 2021. 01:44

 

თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად, რომელშიც თანამდებობის პირები ისხდნენ და პარტიის შეკრებაზე მიემგზავრებოდნენ, ორი ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

„სამგზავრო ავტობუსი, რომლის მძღოლმა წვიმიანი ამინდის გამო სატრანსპორტო საშუალებაზე კონტროლი დაკარგა, მოლიპულ გზაზე ამოტრიალდა“, - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში.

 

ავარია თურქეთის შავიზღვისპირა რაიონში ბართინსა და ზონგულდაკს შორის ავტომაგისტრალზე მოხდა.

 

ბართინის გუბერნატორის ინფორმაციით, ავტობუსში 21 ადამიანი იყო, რომელთა შორის არიან პროვინციის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ადგილობრივი პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მიემგზავრებოდნენ.

 

ავარიის შედეგად, ბართინის მერის მოადგილე აჰმეთ ქემეჩი და პარტიის წევრი მურათ სევილმიში ადგილზე დაიღუპნენ. 19 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ბართინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამ მათგანს ოპერაცია დასჭირდა. დაშავებულთა შორის არის ბართინის მერი ჯემალ აქინი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner