logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა
- +

4 ოქტომბერი. 2021. 02:18

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი დბარმა ე.წ. პრეზიდენტს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა, რაც 30 სექტემბერს სოხუმის სანაპიროზე მომხდარ სროლებს უკავშირდება.

 

ეს განცხადება მან ასლან ბჟანიას ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირზე გააკეთა.

 

დბარმა იმედი გამოთქვა, რომ „დეპუტატები“, ვისაც ამ ინციდენტთან შეხება აქვს, ასევე მოიქცევიან.

 

ე.წ. პრეზიდენტმა დბარის განცხადება დააკმაყოფილა იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება დასრულდება და მისი მოვალეობის შემსრულებლად რუსლან აჟიბა დანიშნა.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა იძიებს 30 სექტემბრის ინციდენტს, რომლის დროსაც სოფელ აძიუბჟას „ვეტერანებსა“ და ე.წ. პარლამენტის წევრს გარი კოკაიას შორის სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში სროლა მოხდა, რა დროსაც ადგილზე მილიციის თანამშრომლები მივიდნენ ე.წ. შს მინისტრ დიმიტრი დბართან ერთად. მათ „დეპუტატს“ იარაღის ჩაბარე მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამას შეხლა-შემოხლა მოყვა, რის შედეგადაც, ე.წ. აფხაზეთის ომის გმირები დაშავდნენ - სულ შვიდი ადამიანი.

 

მომხდართან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში სამუშაო ვიზიტი შეწყვიტა და სოხუმში დაბრუნდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner