logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: მე არ მივსულვარ არჩევნებზე, მეორე ტურზე კი მივალ... ეს იქნება ნაცების წინააღმდეგ მიცემული ხმა!
- +

4 ოქტომბერი. 2021. 00:25

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს:

 

„ოცნებავ!

იცი, რატომ იმართება მეორე ტური?

მე არ მივსულვარ არჩევნებზე!

ჩემნაირი ხალხი - წრფელი, უანგარო ადამიანები, ვინც სიცოცხლის რისკით ვეომეთ დიქტატურას, ვინც ხელისუფლებაში ზურგით მოგიყვანეთ და შენგან სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ველოდით - ამ არჩევნებზე აღარ მივსულვართ!

მეორე ტურზე კი მივალ... მაგრამ ეს არ იქნება შენთვის მოცემული ხმა! ეს იქნება ნაცების წინააღმდეგ მიცემული ხმა!

ვინც ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ თავს ვწირავდით - შენგან არანაირი თანადგომა და ხელშეწყობა არ გვქონია, ოცნება!

თქვენს შორის მხოლოდ თითო-ოროლა ცალკეულ ადამიანს ვცემ პატივს (ღარიბაშვილს, გომელაურს, კახიშვილს, სუბარს...),  თორემ უმეტესობა თქვენგანი, ვინც ხელისუფლებაში ჩემნაირების ტანჯვის ფასად მოხვედით, მაგრამ მერე ნაცებს შეეკარით - მათზე უარესები ხართ!“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner