ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში წერს:
„ოცნებავ!
იცი, რატომ იმართება მეორე ტური?
მე არ მივსულვარ არჩევნებზე!
ჩემნაირი ხალხი - წრფელი, უანგარო ადამიანები, ვინც სიცოცხლის რისკით ვეომეთ დიქტატურას, ვინც ხელისუფლებაში ზურგით მოგიყვანეთ და შენგან სამართლიანობის აღდგენას ამაოდ ველოდით - ამ არჩევნებზე აღარ მივსულვართ!
მეორე ტურზე კი მივალ... მაგრამ ეს არ იქნება შენთვის მოცემული ხმა! ეს იქნება ნაცების წინააღმდეგ მიცემული ხმა!
ვინც ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ თავს ვწირავდით - შენგან არანაირი თანადგომა და ხელშეწყობა არ გვქონია, ოცნება!
თქვენს შორის მხოლოდ თითო-ოროლა ცალკეულ ადამიანს ვცემ პატივს (ღარიბაშვილს, გომელაურს, კახიშვილს, სუბარს...), თორემ უმეტესობა თქვენგანი, ვინც ხელისუფლებაში ჩემნაირების ტანჯვის ფასად მოხვედით, მაგრამ მერე ნაცებს შეეკარით - მათზე უარესები ხართ!“.