„უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა იყო სააკაშვილი Youtybe-ს არხებზე ჩართვებით და ტელეხიდებით, რასაც ის აკეთებდა თავის ტელევიზიებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ჯერ ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორეც, რომ ყველა დაიღალა, დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა...სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, არ იხდის ბოდიშს, არ ითხოვს შეწყალებას, ამიტომ მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ნებით და თავისი ფეხით საქართველოში. ჩვენთვის მიხეილ სააკაშვილი არავითარი ტვირთი არაა. მე ვფიქრობ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი და „ნაცმოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარდეს ვერ წარმომიდგენია.
ერთადერთი ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ყველა რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. სააკაშვილი ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე რომ ვერაფერი ვერ გააკეთა. ის კომფორტულად იქნება და ჩვენ ბუნებრივია კომფორტს შევუქმნით ციხეში. არავითარი კითხვა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენაზე არ იქნება. ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვექცევით ჩვენს ოპონენტებს, რასაც ისინი იმსახურებენ. ჩვენთან დემოკრატიაა. დაკავების პირველივე საათიდან მნახველებიც შევიდნენ და ადვოკატიც ჰყავს. ასე რომ არავითარი პრობლემა არ იქნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.