ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 458 დეპუტატიდან 311-მა დაუჭირა, - ამის შესახებ BBC წერს.
64 წლის ფუმიო კიშიდა იაპონიის მმართველი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერად რამდენიმე დღის წინ აირჩიეს, დღეს კი მისი კანდიდატურა ქვეყნის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა.