logo_geo
eng_logo
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 30.7%
- +

4 ოქტომბერი. 2021. 11:17

 

 

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.68 პროცენტი (822 669 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (541 069 ხმა).

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 742 უბანზე (99.97%).

 

ამ მონაცემებით, პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ აქვს 7.8% (1 37 414 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს. წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner