logo_geo
eng_logo
ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი გაიყვანეს
- +

4 ოქტომბერი. 2021. 12:06

 

 

დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიას შორის გაყვანილი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ელექტროსადენი (725 კილომეტრი) ამოქმედდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სადენი ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე გადის და ინგლისის ქალაქ ბლიტს ნორვეგიულ სოფელ კვილდალთან აკავშირებს. ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია National Grid-ის ინფორმაციით, სადენი ელექტროენერგიით 1,4 მილიონ სახლს მოამარაგებს.

 

პროექტის ღირებულება 1,6 მილიარდი ევროა. სადენით განახლებადი ელექტროენერგია გადაიცემა და შედეგად, 2030 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვი 23 მილიონი ტონით შემცირდება.

 

National Grid-ის ​პრეზიდენტის, კორდი ოჰარას თქმით, პროექტი „ინჟინრული ხელოვნების შედევრია“. სადენის დასაცავად კი ბრიტანეთის ფლოტი ახალ გემებს მიიღებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner