logo_geo
eng_logo
თურქეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
- +

4 ოქტომბერი. 2021. 12:07

 

 

თურქეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც ბართინის პროვინციის მაღალჩინოსნები პარტიულ სხდომაზე მიჰყავდა, ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა. ინციდენტს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გარდაცვლილია ბართინის ვიცე-მერი აჰმედ ქემეჩი. მძიმედ არის დაშავებული ქალაქის მერი ჯამალ აქინი. ავარიის მიზეზი უამინდობა გახდა. წვიმით მოლიპულ გზაზე მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner