იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის დაშანტაჟება მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერებით შესაძლებელია, რადგან მათ მართლაც აქვთ რაღაც დასამალი, რაც სამწუხაროა:
„ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
ახლახანს შ ე მ ა ტ ყ ო ბ ი ნ ე ს, რომ „ქოცები" და „ნაცები" ერთობლივად აპირებენ ჩემი პ ი რ ა დ ი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას და გასაჯაროებას!
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ თ!
ეს ჩანაწერები არის ჩემი პირადი ცხოვრება და ის ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ჩემს პოზიციაზე... და ა.შ. და ა.შ.
დაიჯერეთ ხალხო?
იმედი მაქვს არ დაგიჯერებიათ!
რადგან მე არაფერი ეგეთი არ ჩამიდენია პირად ცხოვრებაში რომ ვინმეს ის ჩაეწერა, ან, მით უფრო, გამოქვეყნებას ჰქონოდა აზრი! ერთი-ორჯერ, უბრალოდ ეჭვი მქონდა, რომ კონკრეტული ქ ა ლ ი ჩემგან რაღაც ინფორმაციის გატანის მიზნით მომიგზავნეს და როცა ეს ქალი დამიახლოვდა, მე მას პირდაპირ ვუთხარი - "ჯერ ერთი, ნამდვილად არ ვარ ეგეთი სუსტი ნებისყოფის მამაკაცი, რომ ქალმა რაღაცეები დამაფქვევინოს, რისი თქმას არ მსურს, და მეორეც - თუკი მართლა ამ მიზნით ხარ მოგზავნილი ჩემთან, იცოდე, აზრი არ აქვს, რადგან მე რასაც ვფიქრობ, ყველაფერს მე თვითონვე ხმამაღლა ვამბობ ყოველთვის და რამე დაფარულს ჩემგან ნაღდად ვერ გაიტან"- თქო!
უბრალოდ, რა მაინტერესებს იცით?
ამ ხელისუფლება- ოპოზიცია შმოპოზიცია ტიპებში, მოსამართლეებში, პროკურორებში და მოპოლიტიკოსო "ბიძია-დეიდებში" ყველა ასეთი ნამაიმუნარი რატომ არის, რომ მათზე, ლამის ყველაზე, არსებობს ისეთი ჩანაწერები, რომელთა გამოქვეყნება უხერხულობა ს ქმნის და მათთვის სამარცხვინოა?
თან, თავად რომ გამოდიან და ლაპარაკობენ - "ჩემზე რაღაც სამარცხვინო მასალების გამოქვეყნებას აპირებენ და იცოდეთ შანტაჟი არ გაგივათო!"
რა „შაყვარლები" არიან ხოლმე ამ დროს...
ნეტავ რამდენი ნორმალური ადამიანია ამ ბინძურ "პოლიტიკოსებში" ისეთი, რომელზეც არავითარი ფარული მასალები არ არსებობს და, ან, თუ არსებობს, მათ გამოქვეყნებას არავითარი აზრი არ აქვს?
ჰა, აბა, რამდენი იქნებიან "ჩ ე მ ნ ა ი რ ე ბ ი",
როგორ ფიქრობთ?"