ჟურნალისტი ზაზა დავითაია ზვიად კუპრავასა და სანდრო ბრეგაძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ახლახან მაცნობეს, რომ მოძალადე ნაცი ზონდერი ზვიად კუპრავა, რომელიც ათიოდე დღის წინ უწესიერეს ახალგაზრდა პოლიტიკოსს, დავით ფაცაციას მუხანათურად დაესხა თავს და ხელი დაარტყა, ტელეკომპანია 1-ის ეზოში ნაცების მიერ რეპრესირებულმა ადამიანებმა წიხლქვეშ გაიგდეს... ხალხმა, რომლის ინტერესებსაც სახელმწიფო არ იცავს, გადაწყვიტა თავად დაიცვას თავი.
დგება ყველაზე საშიში დრო, როცა მრავალჭირნახული და გამძვინვარებული საზოგადოება წყობიდან გამოდის და ამგვარად იწყებს სამართლიანობის დამკვიდრებას... სჯობდა, კანონს ეკანონა და ყველა მოძალადე კანონის ფარგლებში სათანადოდ დაესაჯა!
ჯერ კიდევ არ არის გვიანი!"- წერს დავითაია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სანდრო ბრეგაძე უკვე დაიკითხა.