„მარტო 160 ბიჭი ქუჩაშია დახვრეტილი მისი ბრძანებით და მისი რეჟიმის მიერ. გუშინდელ დღე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბოროტების და ამ რეჟიმის თავი, სააკაშვილი ციხეშია”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი დაპატიმრებული, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. მათ შორის ჩემით დაიწყო, ჩემი ოჯახის გაუბედურებით. შემდეგ კი, ყველასთვის ცნობილია, რაც გააკეთა. მარტო 160 ბიჭი ქუჩაშია დახვრეტილი მისი ბრძანებით და მისი რეჟიმის მიერ. გუშინდელ დღე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ბოროტების და ამ რეჟიმის თავი, სააკაშვილი ციხეშია. ყველა სცენარი, თუ რამე ცუდი ხდებოდა ქვეყანაში, მომდინარეობდა მისგან. მან დღემდე არ დააცადა ამოსუნთქვა ქვეყანას. დავიღალეთ, შეუძლებელია უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლება, მოდელირებული ტყუილების ატანა. ყველანაირ ხერხს მიმართავენ, ოღონდ ქვეყანა არიონ, ოღონდ ქვეყანა წინ არ წავიდეს. სააკაშვილის დაპატიმრებით და არჩევნებით წერტილი დაესმება მათ ბოროტებას და სისასტიკეს. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ასპარეზიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება. ჩემთვის ემოციურია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ია მეტრეველმა.